სპეციალური შეთავაზება რესტორნების, კაფე-ბარებისა და სასტუმროებისთვის

შეიძინეთ გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული სიროფები, წვენები, ტოპინგები, ხილის პიურეები 10-15%-იანი ფასდაკლებით და მიიღეთ მომსახურება, დეგუსტაცია და ნიმუშების მიწოდება უფასოდ

კომპანია Beverage Ingredients Services გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდის -Döehler-ის ნედლეულითა და გერმანული ტექნოლოგიებით დამზადებულ სიროფებს, ნატურალურ წვენებს, სიდრს, ტოპინგებსა და ხილის პიურეებს.

DÖEHLER GmbH აწარმოებს კვების პროდუქტებისა და სასმელებისთვის საჭირო ინგრედიენტებს და ამ მიმართულებით ის მსოფლიო ლიდერია.აქვს წარმომადგენლობა 130-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი საწარმოო ობიექტები  განთავსებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

საქართველოში კომპანია დიოლერ ჯორჯია 15 წელია B2B ბიზნესში მოღვაწეობს და მწარმოებელთა ბაზრის ძირითადი ნაწილი უკავია.

თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად:

  • წვენები მოთავსებულია სპეციალურ შეფუთვაში - Bag in Box (BIB);
  • წვენები გახსნიდან ბოლო წვეთამდე არ იჟანგება და არ აქვს მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე;
  • BIB ბალიშები არის ერთჯერადი და აპარატიც არ საჭიროებს რეცხვა-დეზინფექციას, როგორც წვენის ჩამოსასხმელი სხვა აპარატები;
  • წვენის დისპენსერ-მაცივარი კლიენტს გადაეცემა უსასყიდლო ექსპლუატაციაში, გარკვეული რაოდენობის პროდუქციის მოხმარების შემთხვევაში;
  • შესაძლებელია აპარატის ბრენდირება კლიენტის ლოგოტიპით;
  • აპარატის კომპაქტური ზომები (43x45x88 სმ) საშუალებას იძლევა, მოათავსოთ ის ნებისმიერ ადგილას და გამოიყენოთ მარტივად.

ჩვენი პროდუქტები

გვაქვს, როგორც შემოტანილი, ისე გერმანული ტექნოლოგიებით და ინგრედიენტებით
ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული პროდუქტები

სიროფები

გთავაზობთ 50-მდე სახეობის ხილის და ბოსტნეულის სიროფებს. გვაქვს როგორც კლასიკური კოქტეილის გემოები, ისე ჩვეულებრივი სიროფები. ისინი გამოიყენება როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ისე კოქტეილების, ლიმონათების და წვენების დასამზადებლად. სიროფები გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით და, შესაბამისად, აქვთ გაზავების მაღალი მაჩვენებელი. დეგუსტაციის საფუძველზე, შეგვიძლია შევქმნათ თქვენს გემოვნებაზე მორგებული სიროფები.

ნატურალური წვენები

გთავაზობთ „Döehler”-ის ნედლეულითა  და ნატურალური კომპონენტებით დამზადებული წვენების ფართო ასორტიმენტს 5/10 ლიტრიან შეფუთვაში. გვაქვს 15-მდე სახეობა, თუმცა შეგვიძლია მომხმარებლის შეკვეთით და გემოვნების გათვალისწინებით, შემოვიტანოთ ან დავამზადოთ სხვადასხვა სახის ნატურალური წვენები. წვენებთან ერთად გთავაზობთ წვენის ჩამოსასხმელ დისპენსერ-მაცივრებს. ისინი გამოიყენება უალკოჰოლო სასმელებისა და წვენების ფართო ასორტიმენტისთვის.

ტოპინგები და ხილის პიურეები

გთავაზობთ “Döehler”-ის წარმოებული ხილის პიურეებისა და ტოპინგების ფართო ასორტიმენტს. პროდუქტებს აქვთ გამოყენების ფართო არეალი კვების ინდუსტრიაში.

საიდერი

ვაშლზე დამზადებული მცირეალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელის Mr. & Ms. სიდრის ხაზი შექმნილია განსაკუთრებული ევროპული რეცეპტურის მიხედვით, რაც მას აძლევს დახვეწილ არომატს და მსუბუქ მოტკბო-მომჟავო გემოს. სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ეს ნატურალური სასმელი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

გაიგეთ მეტი

წარმოშობა
სიდრის წარმოშობის ადგილი დღემდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეს სასმელი საფრანგეთში შემოტანილ იქნა ესპანელი მეზღვაურების მიერ VI საუკუნეში. ესპანეთში ვაშლის ღვინოს სვამდნენ გაცილებით ადრე და ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ისტორიაში სიდრი სახელით "Shekar“ ცნობილი იყო ძველი ებრაელებისთვის. სასმელს ასევე იყენებდნენ ძველი ბერძნები და ის ცნობილი იყო სახელით „Schiker“. აქედან გამომდინარეობს, რომ სიდრი ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე ღვინო და ლუდი.

Mr. & Ms. Cider
მსოფლიოში ცნობილი ყველა სასმლის უკან დგას ფილოსოფია, სიდრის შემთხვევაშიც ასეა და ის საკმაოდ მარტივია: სიდრი - ეს არის სასმელი ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ კარგ განწყობას და ურთიერთობების სიმსუბუქეს. სიდრის ჩვენი ხაზი შექმნილია განსაკუთრებული, ევროპული რეცეპტურის მიხედვით, რაც მას აძლევს დახვეწილ არომატს და მსუბუქ მოტკბო-მომჟავო გემოს, რომელსაც შეუძლია, მოაჯადოვოს ყველაზე პრეტენზიული გურმანიც კი. ყოველი შესმული სასმისი ტოვებს ხანგრძლივ და სასიამოვნო ხილის არომატს. სიდრი სასიამოვნო ჰარმონიაში შედის თეთრ და წითელ ხორცთან. ბევრი ადამიანი ამჯობინებს მის გამოყენებას მსუბუქ სალათებთან, სხვადასხვა სახის სნეკებთან. ზოგიერთ ქვეყანაში შობას და ზამთრის სხვა დღესასწაულებზე სიდრს სთავაზობენ ცხელი სახით ტკბილეულთან ერთად.

უნიკალურობა
Mr. & Ms. Cider-ის უნიკალურობა მდგომარეობს მის 100% ნატურალურ ნედლეულში და განსხვავებულ რეცეპტურაში. სიდრი მომზადებულია რამოდენიმე ჯიშის ვაშლისა და მსხლისგან, რაც მას აძლევს განუმეორებელ გემოს. ჩვენი ნედლეული გადის დუღილის ბუნებრივ პროცესს, რაც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სასმლის დაბალი გრადუსი და ხილის არაჩვეულებრივი არომატი.

სასარგებლო თვისებები
დამტკიცებულია, რომ სიდრის ზომიერი მოხმარება არამარტო კლავს წყურვილის გრძნობას, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ეს ნატურალური სასმელი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რითაც ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ცნობადობა
თანამედროვე ტენდენციების თანახმად სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტზე. დღეისათვის სიდრი არის ერთ-ერთი პოპულარული სასმელი ახალგაზრდებს შორის ევროპაში, აზიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აშშ-სა და კანადაში. ბევრ ქვეყანაში ტარდება სიდრის ფესტივალები, სადაც წარმოდგენილია ამ არაჩვეულებრივი სასმლის მრავალი სახეობა.

ჩვენი პროდუქტები

გვაქვს, როგორც შემოტანილი, ისე გერმანული ტექნოლოგიებით და ინგრედიენტებით
ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული პროდუქტები

სიროფები

გთავაზობთ 50-მდე სახეობის ხილის და ბოსტნეულის სიროფებს. გვაქვს როგორც კლასიკური კოქტეილის გემოები, ისე ჩვეულებრივი სიროფები. ისინი გამოიყენება როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ისე კოქტეილების, ლიმონათების და წვენების დასამზადებლად. სიროფები გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით და, შესაბამისად, აქვთ გაზავების მაღალი მაჩვენებელი. დეგუსტაციის საფუძველზე, შეგვიძლია შევქმნათ თქვენს გემოვნებაზე მორგებული სიროფები.

ნატურალური წვენები

გთავაზობთ „Döehler”-ის ნედლეულითა  და ნატურალური კომპონენტებით დამზადებული წვენების ფართო ასორტიმენტს 5/10 ლიტრიან შეფუთვაში. გვაქვს 15-მდე სახეობა, თუმცა შეგვიძლია მომხმარებლის შეკვეთით და გემოვნების გათვალისწინებით, შემოვიტანოთ ან დავამზადოთ სხვადასხვა სახის ნატურალური წვენები. წვენებთან ერთად გთავაზობთ წვენის ჩამოსასხმელ დისპენსერ-მაცივრებს. ისინი გამოიყენება უალკოჰოლო სასმელებისა და წვენების ფართო ასორტიმენტისთვის.

ტოპინგები და ხილის პიურეები

გთავაზობთ “Döehler”-ის წარმოებული ხილის პიურეებისა და ტოპინგების ფართო ასორტიმენტს. პროდუქტებს აქვთ გამოყენების ფართო არეალი კვების ინდუსტრიაში.

საიდერი

ვაშლზე დამზადებული მცირეალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელის Mr. & Ms. სიდრის ხაზი შექმნილია განსაკუთრებული ევროპული რეცეპტურის მიხედვით, რაც მას აძლევს დახვეწილ არომატს და მსუბუქ მოტკბო-მომჟავო გემოს. სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ეს ნატურალური სასმელი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

გაიგეთ მეტი

სიდრის წარმოშობის ადგილი დღემდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ეს სასმელი საფრანგეთში შემოტანილი იქნა ესპანელი მეზღვაურების მიერ VI საუკუნეში. ესპანეთში ვაშლის ღვინოს სვამდნენ და ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ისტორიაში სიდრი სახელით ,,Shekar” ცნობილი იყო ძველი ებრაელებისთვის. ამ სასმელს ასევე იყენებდნენ ძველი ბერძნები და ის ცნობილი იყო სახელით ,,Schicker”. Mr. & Ms. სიდრის უნიკალურობა მდგომარეობს მის 100%-ით ნატურალურ ნედლეულში და განსხვავებულ რეცეპტურაში. სიდრი დამზადებულია რამდენიმე ჯიშის ვაშლისა და მსხლისგან, რაც მას აძლევს განუმეორებელ გემოს. ის გადის დუღილის ბუნებრივ პროცესს, რისი წყალობითაც სასმელი ინარჩუნებს დაბალ გრადუსს და ხილის არაჩვეულებრივ არომატს. დამტკიცებულია, რომ სიდრის ზომიერი მოხმარება არამარტო კლავს წყურვილის გრძნობას, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. სიდრს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჯანმრთელობის ელექსირი. ამ სასმელში შედის ის კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმების დაშლას და მიკლოფლორის ნორმალიზებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ვაშლის და მსხლის სიდრი აფართოებს სისხლძარღვებს. დუღილის პროცესში წარმოქმნილი ფერმენტები კი დადებით გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. განსაკუთრებით სასარგებლოა სიდრის ზამთრის პერიოდში მიღება, ის ამაღლებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის შესაძლებლობებს. თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტებზე. დღეისათვის სიდრი ერთ-ერთი პოპულარული სასმელია ახალგაზრდებს შორის ევროპაში, აზიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში და კანადაში. ბევრ ქვეყანაში ტარდება სიდრის ფესტივალები, სადაც წარმოდგენილია ამ არაჩვეულებრივი სასმელის მრავალი სახეობა.

ფასის და ხარისხის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ჩვენი პროდუქცია ეკონომიური და მომგებიანია. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფასები ბაზარზე არსებული პროდუქციის კონკურენტუნარიანია, ხარისხი და გემო კი ბევრად უფრო მაღალი. რადგანაც გვაქვს ადგილობრივი წარმოება, არ არის შეზღუდული პროდუქციის რაოდენობა და შესაძლებელია მიწოდება უმოკლეს ვადებში.

რას მიიღებთ თქვენ?

Copyright © BEVERAGES – All Rights Reserved.
Created By LandingPay.Ge